SuckArtWellOh

by @tata_basiashvili

tata_basiashvili

Country Georgia* , pronounced "sakartvelo"

 მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, მიპასუხეთ, რა არის სამშობლო?  - ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.

 - მე მეკითხებით?  - მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.

 - დიახ, თქვენ! იქნებ არ იცით?

 - როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში...

 - დიახ, ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში...

 - ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო,  - მიპასუხებს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.