ხშირად მეკითხებიან " რას ფირობ სიყვარულზე?" პასუხი ყოველთვის იგივეა. " სიგიჟეა" . 17 წლის ასაკში პირველად ვიგრძენი თუ რა იყო სიყვარული და თამამად შემიძლია განვაცხადო , რომ ყველაზე განსხვავებული გრძნობაა , რომელიც ადამიანს ბედნიერებას , სევდას , ბრაზს , შიშს და კიდევ ათას ემოციას უერთიანებს და განაცდევინებს . მაგრამ უფრო ბედნიერებას ან მუხარებას. ბედნიერია ყველა ის ადამიანი , რომელსაც თუნდაც ამის განცდა შეუძლია. ეს ერთგვარი ნიჭიცაა. გაიძულებს ადამიანს აკეთო სიგიჟეები , ის რასაც "საღ გონებაზე" არასდროს გააკეთებდი. დიახ საღ გონებაზე რადგან ეს ყველაფერი სიმთვრალეს ჰგავს. გგონია რომ იხრჩობი სიყვარულში. ყველაფერი უბრალოდ მოწონებისგან იყება და უცებ დიდ სიყვარულში იზრდება. მთავარია სორი ადამიანი იყოს , რომელსაც შენი ესმის. და შემდეგ როცა ერთმანეთს თვალებში ჩახედავთ მიხვდებით რომ სამყარო აღარ არსებობს , რომ თვენ ხართ ერთმანეთის სამყარო და საზრუნავი. რომ მისი ტკივილი გტკივა და ბედნიერება გიხარია.რომ თითოეული ამი ძვირფასია და თუნდაც ხუთ წუთზე რაც მასთან გაატარე შემდგომ შეგიძლია საათები ან დღეები იფიქრო. ასეთი სიყვარული ვიცი და ასეთი სიყვარულის მწამს. სიყვარული იხსნის სამყაროს !