ის იყო გოგონა,რომელსაც შეუყვარდა ღამე. დღისით არავისგან არ განსხვავდებოდა. ხშირი და გრძელი მუქი ფერის თმა ქონდა. მწვანე თვალები მაგრამ სხვებისგან განსხვავებით უფრო ფართოდ ქონდა გახელილი და სამყაროს სხვა ფერებში ხედავდა. ამას მის ბავშვურ ხასიათს მიაწერდა ხოლმე ყველა მაგრამ მის თვალებში უფრო მეტის გაგება შეგეძლო ვიდრე მისი ხასიათის მიხედვით. იყო ჩუმი მაგრამ მისი სიჩუმე ყველაზე ხმამაღალ ყვირილს წააგავდა. ის მზეს უყვარდა. როცა მზე გაქრებოდა სუსხიან ზამთარში თან მიჰქონდა მისი დანატოვარი ლაქებიც რომელიც გოგონას სახეზე ეფინა , ცხვირისა და ლოყების გარსში მაგრამ მზის გამონათებისთანავე ისინიც გამოანათებდნენ. ღამე როდესაც თვალებს ხუჭავდა იმაზე მეტს ხედავდა ვიდრე გახელილი თვალებით. ხედავდა ოკეანეს , თუ როგორ ჩქეფდა მისი ტალღები და როგორ ელაპარაკებოდა მას. ხედავდა ვარსკვლავებს მის გარშემო და ფიქრობდა , ძალიან ბევრს ფიქრობდა მაგრამ არასდროს ამბობდა იმას რაზეც ფიქრობდა. მუქი ფერის კანი ქონდა. ამბობდნენ რომ უხეში და თავხედიაო რადგან არ ანაღვლებდა არაფერი. ზოგი ამბობდა გიჟიაო. თავის ფანტაზიებში ცხვრობდა. თავისი ხედვა ქონდა რომლითაც სხვა ვერავინ ხედავდა.